ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას-ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია.
„ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. სპარინგის დროს ჩემთვის დიდ და პატარა კაცს მნიშვნელობა არ აქვს. ეს სიურპრიზი ნამდვილად არ არის. შემიძლია კიდევ 15 რაუნდი ასე გავლა. ო’მალი ზემოდან მიყურებდა, თითქოს ჩემზე რამით მეტი იყო, მაგრამ ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ“, – აღნიშნა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა, ლას-ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე შონ ომალი დაამარცხა.
დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვებაა.
საქართველოს, ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს.
კომენტარები