დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III პროსტატის სამკურნალოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლეში განაცხადეს.
მეფე დასავლეთ ლონდონის კერძო კლინიკაში მეუღლესთან დედოფალ კამილასთან ერთად იმყოფება.
„მეფე გადაიყვანეს ლონდონის საავადმყოფოში. მისი უდიდებულესობა მადლობას უხდის ყველას, ვინც გასულ კვირას კეთილი სურვილები გაუგზავნა“, – აცხადებენ სასახლეში.
ინფორმაციისთვის, დიდი ბრიტანეთის მეფეს 19 იანვარს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
როგორც BBC ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით წერს, სიმსივნე კეთილთვისებიანია.
როგორც წესი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები არ ავრცელებენ საკუთარი დაავადების დეტალებს, მაგრამ მეფე ჩარლზმა თავად გამოთქვა მზაობა ინფორმაცია გაესაჯაროებინა, რადგან ამ ნაბიჯით სტიმული მიეცა იმ კაცებისთვის, რომლებსაც პროსტატიტი აქვს.
კომენტარები