1. მერლინ მონრო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ნიკაპის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. პირველმა ქერათმიანმა სექსსიმბოლომ ნიკაპის ფორმა, ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში შეიცვალა.
2. დემი მურის ქვედა ყბა ყოველთვის დისკომფორტს უქმნიდა. როგორც თავად აცხადებს, დიდხანს ორჭოფობდა, გაეკეთებინა თუ არა მენტოპლასტიკა. საბოლოოდ, მან ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა და შედეგით კმაყოფილიც დარჩა.
3. ანჯელინა ჯოლის სახე, ალბათ, ყველაზე კარგი მაგალითია კარგი პლასტიკური ქირურგიისა. მისი მენტოპლასტიკა რეჟისორებისა და გულშემატკივრებისთვის დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა.
4. ემილი ბლანტის ნიკაპი, მენტოპლასტიკის შემდეგ, იდეალურად და ნაკლებად გამოკვეთილად გამოიყურება.
5. ბიონსე კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერი სახის პლასტიკურ ჩარევას, მას აქვს მაკიაჟის წყალობით ფერისცვალების უნარი, თუმცა, ექსპერტები თანხმდებიან, რომ პოპდივას არაერთხელ მიუმართავს პლასტიკური ქირურგებისთვის.
6. ირინა შეიკის შეყვარებული ბრედლი კუპერი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მსახიობად მიიჩნევა მთელ ჰოლივუდში. მაგრამ მისი მომხიბვლელობა არ იქნებოდა ამდენად შესამჩნევი, რომ არ მიემართა პლასტიკური ქირურგიისთვის. ჯერ კიდევ 2000-იანები დასაწყისში, ბრედლის მოგრძო ნიკაპი მას სხვა იერს აძლევდა, ახლა კი, მენტოპლასტიკის მეშვეობით, მსახიობიც და მისი გულშემატკივარიც კმაყოფილია.
7. უნიჭიერესი მსახიობი რენე ზელვეგერი ერთ-ერთია იმ მსახიობებს შორის, რომელიც პლასტიკური ქირურგიის გამო კრიტიკის ქარცეცხლს ვერ ასცდა. უცხოური გამოცემები მასზე წერდნენ, რომ მისთვის პლასტიკური ქირურგია წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მენტოპლასტიკა წარმატებული გამოვიდა.
8. “გრეის ანტომიის” ვარსკვლავი პატრიკ დემპსი კარიერის დასაწყისშივე აღიარებდა, რომ პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით ცხვირის ფორმა შეიცვალა. როგორც ჩანს, მან მენტოპლასტიკაც წარმატებით ჩაიტარა.
კომენტარები