კომპანიებმა Disney და Lucasfilm რეჟისორ ტაიკა ვაიტიტის „ვარსკვლავური ომების“ ახალი ეპიზოდის გადაღება შესთავაზეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.
როდის დასრულდება მოლაპარაკებები, ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, რომელი ფილმის გადაღება შესთავაზეს ვაიტისის და უკავშირდება თუ არა ეს იმ პროექტს, რომელზეც კევინ ფაიგი მუშაობს.
Disney-სა და Lucasfilm-ში ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებენ.
ტაიკა ვაიტიტი ფილმების „თორი: რაგნაროკი“ და „ბოცვერი ჯოჯო“ რეჟისორია. „ბოცვერი ჯოჯო“ მიმდინარე წლის „ოსკარის“ 6 ნომინაციაზე, მათ შორის საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე წარადგინეს.
კომენტარები