• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 01st June 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამშობლოსთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ჩეჩნები წინა ხაზზე იქნებოდნენ – რამზან კადიროვი

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამშობლოსთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ჩეჩნები წინა ხაზზე იქნებოდნენ – რამზან კადიროვი
102 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთის მოსახლეობა ჩეჩენი სამხედროების „მაგალითით“ „მოხიბლულია“

მისივე თქმით, რუსი მოხალისეები ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ჩადიან და უკრაინაში გასამგზავრებლად არმიის რეზერვს უერთდებიან.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამშობლოსთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ჩეჩნები წინა ხაზზე იქნებოდნენ. დღეს ჩვენი ძმები უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში ყველა ფრონტზე იბრძვიან. ამას ყველა რუსი ხედავს და აფასებს.

ძალიან მიხარია, რომ ჩეჩნების მაგალითი საჩვენებელი გახდა ჩვენი უზარმაზარი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის. ამ დღეებში გროზნოში ასობით მოხალისე ჩამოდის ყველა რეგიონიდან. მეტიც, ზოგიერთი მათგანი რეზერვში ჩარიცხვამდე ისლამის მიღების სურვილს გამოთქვამს.

გუშინ ჩასული მოხალისეთაგან სამმა ყველა საჭირო პროცედურა გაიარა და მუსულმანი გახდა.

ახლა თითოეული მათგანი ათასობით სხვა რეზერვისტთან ერთად ელოდება უკრაინაში გამგზავრებას. ამბობენ, რომ ჩეჩენ ძმებთან ერთად ბანდერელების განადგურება სურთ.

ვულოცავ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენას! ბანდერელებს, ალაჰის ნებით, ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ!“, – წერს კადიროვი „ტელეგრამზე“.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media