
მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე ათენიდან გვატყობინებს, რომ რეჟისორ ქეთი მაჭავარიანთან ერთად, საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსი მოიგო; კვინიკაძის რომანი “38,44” ბერძნულად თარგმნილია და მოგებული თანხა მის ეკრანიზაციას მოხმარდება;
აი, რას წერს ნენე ფეისბუქზე:
“კაპრიზული ღმერთების და შეუკავებელი ემოციების ქვეყანას საიმედოდ დავუკავშირდი:
-
საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში მე და ქეთი მაჭავარიანმა ახალი კინოპროექტისთვის 170 000 ევრო მოვიგეთ;
-
ბერძნულ ენაზე თარგმნილი ჩემი რომანი “38,44” უკვე დასტამბულია;
-
აღმოჩენილია საკუთარ თავში მოგზაურობის მნიშვნელოვანი გამოცდილება”, – წერს კვინიკაძე
კომენტარები