„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ის და მიხეილ სააკაშვილი ერთ პარტიაში აღარასდროს იქნებიან.
როგორც მელია აღნიშნავს, სუფთა რეპუტაციის მქონე ათასობით ადამიანის ძალისხმევით მოხდება პოლიტპატიმრების ერის დასრულება.
„ვისურვებ, რომ პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში აღარ არსებობდეს. არ ვარ მე მის პარტიაში. მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვიქნებით არასდროს ერთ პარტიაში მომავალში. გულწრფელი პასუხია, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, სუფთა რეპუტაციის მქონე ათასობით ადამიანის ძალისხმევით მოხდება პოლიტპატიმრების ერის დასრულება და ეს ის ადამიანები არიან, ვინც „ენმ-ში“ არ არიან“, – აცხადებს ნიკა მელია.
კომენტარები