ბევრისთვის მდოგვი მხოლოდ გემრიელი საწებელია და არ იცის, რომ ის გემრიელთან ერთად, ძალიან სასარგებლოა.თანაც, იმის მიუხედავად, მდოგვის მარცვალი ყვითელია თუ შავი.
მდოგვი გამოიყენება როგორც პიკანტური სანელებელი ბოსტნეულის, სალათების, თევზის და ხორცის ცივი და ცხელი კერძების, სუპების და ფარშირებული ხორცის შესაკმაზად, საკონსერვო წარმოებაში კი ჩაშუშული ხორცის კონსერვების, ცხელი და ცივი სოუსების, მარინადების და გარნირების დასამზადებლად. მცენარის მწვანე ფოთლები ვარგისია საჭმელად ნედლი სახით.
მდოგვი ვიტამინებისა და მინერალების წყაროა
მდოგვი უხსოვარი დროიდან გამოიყენება სამკურნალო მიზნით, მდოგვის საფენების დასამზადებლად, რევმატიული ტკივილების დროს. თესლები — სისხლძარღვთა სკლეროზის, ჰიპერტონიის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, აგრეთვე, პირის ღრუს ანთების, გასტრიტის, მომნელებელი სისტემის აშლილობის, მოწამვლის, იშიაზის, რადიკულიტის, პოდაგრის, გველის ნაკბენის, ეგზემის და სექსუალური უძლურების სამკურნალოდ. სანელებელი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აღადგენს ნაწლავის ფლორას, ეფექტურია შეკრულობის და ნაწლავური აშლილობის დროს.
მდოგვი შეიძლება იყოს ცილის, ბოჭკოვანისა და ვიტამინების (C და B ვიტამინები) წყარო.
ის ასევე შეიცავს ბევრ მინერალს: კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს და მაგნიუმს.
ერთი სუფრის კოვზი მდოგვი 21 მგ კალიუმს შეიცავს, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემისა და გულის ჯანმრთელ მუშაობას ეხმარება. უფრო მეტიც, კალიუმი ხელს უწყობს კუნთების კარგ მუშაობას.
ერთი სუფრის კოვზი მდოგვი შეიცავს 16 მგ ფოსფორს, მინერალს, რომელიც ძვლებისა და კბილების ჯანმრთელ განვითარებას ეხმარება, მაგრამ სხეულის ყველა უჯრედში არ გვხვდება.
ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების, ნახშირწყლებისა და ცხიმების გადამუშავებას. ეხმარება გულისა და თირკმელების მუშაობას.
კალციუმი ძალიან სასარგებლოა ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის, კუნთების და ნერვების სწორად მუშაობისთვის.
მაგნიუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. ის საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობს და ხელს უწყობს გულის, კუნთების, ძვლებისა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობას. მაგნიუმს ასევე აქვს დეტოქსიკაციის ეფექტი. სხეულში მაგნიუმის საკმარისი რაოდენობას შეუძლია კიბოს რისკის შემცირება.
დაბოლოს:
შეიძინეთ მხოლოდ პროდუქტი სინთეზური დანამატების გარეშე, რომელიც შეიცავს მხოლოდ მდოგვს,
წყალს, მარილს, ძმარს, სანელებლებს და ბუნებრივ საღებავს, მაგალითად ბეტა-კაროტინს.
კომენტარები