ლგბტ – გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, – აცხადებს “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი და თან დასძენს, რომ უბედურებაა, როცა ბავშვებს ასწავლიან – “მამიკო და მამიკო ნორმალური მშობლები არიან”.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციაც რთულ სიტუაციაშია, რადგან ხმამაღლა თუ იტყვიან, გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდის მომხრეები არიან, მაშინ გაანაწყენებენ საკუთარ კონსერვატორ ამომრჩეველს.
“ოპოზიცია აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში – ერთი მხრივ, ის თქვან, რომ მომხრე არიან ლგბტ და გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდის, ასე საჯაროდ, ცუდი იქნება იმიტომ, რომ მათივე ამომრჩეველშიც კი, ძალიან ბევრი კონსერვატორი ადამიანია,” – ამბობს მაჭარაშვილი.
მისივე თქმით, მეორე მხრივ, ოპოზიცია რომ ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავ კანონს მიემხროს, ამას ქვეყნის ფარგლებს გარედან მათი პატრონები არ მოუწონებენ.
„ლგბტ ანუ გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდა საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია. ძალიან კარგი იქნება, თუ მივიღებთ ამ კანონს, იმიტომ, რომ უნდა დარეგულირდეს და დავიცვათ ჩვენ ქართული საზოგადოება ამ ლგბტ პროპაგანდისგან.
15-20 წლის წინ, ამ ყველაფერს ღიმილით კი ვხვდებოდით, მაგრამ ხომ ხედავთ, უკვე 4-5 წლის წინ გაასერიოზულეს ეს საკითხი და მთავარ გამზირზე აღლუმების ჩატარება მოინდომეს. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ბავშვის ფსიქოლოგიაში შევიდნენ, თურმე დედიკო და მამიკოს ნაცვლად, მამიკო და მამიკო ნორმალური მშობლები არიან. “ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
კომენტარები