ფოტო: shutterstock.com
Matador Network-მა ქართული სამზარეულოს შესახებ სტატია მოამზადა სახელწოდებით “რატომ არის საქართველო აუცილებლად სანახავი ქვეყანა საჭმელისა და ღვინის მოყვარულებისთვის?”. სტატიის ავტორის თანახმად, საქართველო მთელს მსოფლიოში სამზარეულოს კუთხით გამორჩეული ქვეყანაა. ინფორმაციას Artnews-ი ავრცელებს.
“როდესაც ვამბობთ, რომ Georgia ყველასგან გამორჩეული ადგილია მსოფლიოში საკუთარი სამზარეულოს კულტურით, არ ვგულისხმობთ ტკბილ ჩაისა და ატმებს. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზეა საქართველო (ქვეყანა) – ერთ-ერთი კულტურულად ყველაზე მდიდარი, მრავალფეროვანი აღმოსავლეთ ევროპელი ერი.
ძველი, ოჯახური ტიპის სამზარეულოდან დაწყებული, დღევანდელი, თანამედროვე სამზარეულოთი დამთავრებული საქართველო აკმაყოფილებს ორგანიზმს, იმდენად, რამდენადაც სულს… ასე რომ, გადაცვალეთ დოლარები ლარზე და დაგეგმეთ თქვენი შემდეგი ფრენა თბილისისკენ – საქართველოს კულტურულად მდიდარი დედაქალაქისკენ”, – წერს სტატიის ავტორი.
კომენტარები