„მასთან უბრალოდ მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ, მასზე ლოცვით ყველა შიშს განდევნი”- ეს გახლავთ ინდუიზმის წმინდა წიგნიდან ”სკანდა პურანი“ მონაკვეთი, სადაც რეჰანის ჯადოსნურ თვისებებზეა საუბარი.
რეჰანი შეიცავს 1, 5 % ეთერზეთებს, 6% ტანინებს, საპონინებსა და გლიკოზიდებს. მისი სურნელიც სწორედ ეთერზეთების შემადგენლობით აიხსენება. გარდა ამისა, იგი შეიცავს ვიტამინ C, B2, PP, პროვიტამინ A-ს, შაქარსა და კაროტინს. რეჰანი შესანიშნავად ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, იცავს ორგანიზმს ინფექციებისაგან. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას.
რეჰანს შეუძლია თითქმის ყველა სახის დავაადების მკურნალობა; იქნება ეს რესპირატორული, ვირუსული, ბაქტერიული თუ სოკოვანი სასუნთქი გზების ინფექციები ბრონქიტი (მწვავე და ქრონიკული), ასთმა (შეამცირებს ანთებას და დაამშვიდებს სუნთქვას. ზოგჯერ აღმოფხვრის ასთმის მიზეზს). იგი ეფექტური სიცხის დამწევია, შლის ფილტვებსა და ცხვირში წარმოქმნილ ზედმეტ ლორწოს. ასევე, შლის მსხვილ ნაწლავში წარმოქმნილ აირებს. აძლიერებს ნერვულ სისტემასა და მეხსიერებას. აქრობს პირის ღრუში წარმოქმნილ უსიამოვნო სუნს. აძლერებს კბილებს და ხელს უშლის კარიესის განვითარებას.
ეთერზეთი არეგულირებს ცხიმოვან ჯირკვლებს, კეტავს ფორებს და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს. თუკი თქვენი კანი ცხიმიანობისკენ არის მიდრეკილი ან ხშირად უჩივით გაფართოებულ ფორებს, რეჰანი სულ მუდამ ხელთ უნდა იქონიოთ.
ნიღაბი პრობლემური კანისთვის
რეჰანის ნიღაბი საუკეთესო საშუალებაა ანთების წინააღმდეგ. მწიკვი რეჰანი შეურიეთ ერთ წვეთ ჩაის ხის ზეთს, დაიტანეთ ანთებით კერაზე და დააფიქსირეთ პლასტირის მეშვეობით. დაიტოვეთ სახეზე 1 საათით, შემდგომ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
რეჰანი შეიცავს ვერცხლისწყალს, ამიტომ მისი ხშირად დაღეჭვა არ არის რეკომენდირებული. უმჯობესია, თუ მისგან მომზადებულ სალათს მიირთმევთ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეჰანი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ნივთირებებს, რომელიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას. რეჰანი გამოიყენება მეტეორიზმისა და კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დროს.
მის შემადგენლობაში შედის ფერმენტები, რაც ხელს უწყობს ცხიმის დაწვასა და წონის კლებას. რეჰანისგან შეგიძლიათ სასმელიც მოამზადოთ: მის ახალ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ეს სასმელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას გონებრივ მუშაობას და იცავს ორგანიზმს ინფექციებისაგან.
კომენტარები