კანადელ ტონი ბისის ცოტა ხნის წინ ძალიან აწუხებდა ჭარბი წონა. თუმცა მის ცხოვრებში მომხდარმა ერთმა უხერხულმა მომენტმა ყველაფერი შეცვალა.
საქმე ის არის, რომ 2016 წელს, ალბერტაში მომხდარი ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძრის გაჩენის შემდეგ, ტონი იმ ათასობით ადამიანს შორის იყო, რომელსაც ევაკუაცია დასჭირდა.
თვითფრინავში დასაჯდომად კი ტონის ერთის ნაცვლად ორი ადგილი დასჭირდა, რამაც მის გონებაში რადიკალური გადატრიალება მოახდინა.
“ვფიქრობდი, რომ ასეთ რთულ მომენტში, აქ არიან ვიღაცის ცოლები, ქმრები თუ სხვა ოჯახის წევრები, დედები, მამები, რომლებიც გადარჩნენ და ახლა საკუთარ სახლში, მათთვის ყველაზე საყვარელ ადმაიანებთან ბრუნდებიან. ადამიანებს, რომლებსაც მე ადგილს ვართმევ, გაცილებით დიდხანს მოუწევთ ლოდინი”, – ამბობდა ტონი.
დიახ, თვითფრინავში დატრიალებული ძალიან უხერხული სიტუაციის შემდეგ კაცმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ აუცილებლად დაიკლებდა წონაში და მეორედ ასეთ შარში თავს აღარასდროს გაყოფდა.
ამ დღის შემდეგ კაცმა ცხიმიან და ზედმეტად კალორიულ საკვებზე უარი თქვა და ჯანსაღ პროდუქტებზე გააკეთა აქცენტი. გარდა ამისა მან დაიწყო სიარული და ვარჯიში.
საბედნიეროდ ტონის მონდომებამ და მიზანდასახულობამ მალევე გამოიღო შთამბეჭდავი შედეგი და 2 წლის მანძილზე, ჯამში მან 147 კილო დაიკლო.
კომენტარები