• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 22nd March 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

მას არასოდეს უნახავს ტელევიზორი, არც გასართობ ცენტრში ყოფილა – როგორ ცხოვრობს ბრილიანტებში ჩაფლული 8 წლის მილიონერი, რომლის საქციელმაც მთელი ინდოეთი აალაპარაკა

მას არასოდეს უნახავს ტელევიზორი, არც გასართობ ცენტრში ყოფილა – როგორ ცხოვრობს ბრილიანტებში ჩაფლული 8 წლის მილიონერი, რომლის საქციელმაც მთელი ინდოეთი აალაპარაკა
95 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

8 წლის დევანში სანგვი უმდიდრესი ოჯახიდანაა. ინდოეთში მის ოჯახს “ალმასის მეფეებად” მოიხსენიებენ. მათი საიუველირო ბიზნესის მემკვიდრე კი სწორედ პატარა ჯაიანია. ოჯახის ქონება ამჟამად 61 მილიონ დოლარად არის შეფასებული, თუმცა გოგონამ 8 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ სიმდიდრე მისი მთავარი ფასეულობა არ არის.

დევანშის არასოდეს უნახავს ტელევიზორი, არასოდეს ყოფილა სავაჭრო მოლსა თუ გასართობ ცენტრებში, არც რესტორნებში გამართულ წვეულებებს ესწრება მშობლებთან ერთად. ცივილიზაციის სიკეთეები მისთვის აბსოლუტურად უინტერესოა. მისი ოცნებაა სიცოცხლე რწმენასა და მედიტაციას მიუძღვნას. როგორც აღმოჩნდა, მისი მშობლებისთვის შვილის 8 წლის ასაკში გაკეთებული არჩევანი საკმარისი აღმოჩნდა და დევანშისთვის საოცნებო ცერემონიაც გაიმართა.

ეს სპეციალური ცერემონია გახლდათ, რომელიც 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა. ათიათასობით მაყურებელი უყურებდა სიმდიდრეზე უარის თქმის რიტუალს. გოგონამ თავისი მდიდრული კოსტიუმები და სამკაულები მოკრძალებული თეთრ სამოსზე გაცვალა. ის ახლა სადჰვია, რაც მონაზონს ნიშნავს.

დევანში, ისევე როგორც მისი ოჯახი, ჯაინიზმის მიმდევარია, ერთ-ერთ უძველესი ინდური რელიგიისა. იგი ეფუძნება ძალადობისადმი წინააღმდეგობას, ყველა ცოცხალი არსების სიყვარულს, მკაცრ ვეგეტარიანელობას. სხვათა შორის, იუველირობა ჯაინიზმის მიმდევრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროფესიაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დევანში გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაზონი, რომელმაც თავისი ნებით თქვა უარი ყველაფერ ამქვეყნიურზე. მშობლებმა მხარი დაუჭირეს გოგონას და აღნიშნეს, რომ ისინი ამაყობდნენ მისი არჩევანით.

წყარო

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media