თმის ფერი პირდაპირ დამოკიდებულებაშია პიგმენტ მელანინის ხარისხსა და რაოდენობაზე, რომელიც თმის ბოლქვშია განლაგებული. ბოლქვები ასინთეზირებენ თმის პიგმენტებს: მოყავისფრო-მოშავო ეუმელანინსა და ყვითელ თეომელანინს, მათი ნაზავი კი განსაზღვრავს თმის ფერს. გაჭაღარავებას თმის ბოლქვში პიგმენტის სინთეზის შეწყვეტა იწვევს.
ამ პროცესის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ნეგატიური ემოციები გაჭაღარავებას აჩქარებს.
ამ დროს თმის მხოლოდ მზარდი მონაკვეთები ჭაღარავდება; უკვე გაზრდილი თმა სხეულიდან მომდინარე სიგნალებს არ ექვემდებარება და შესაბამისად, ფერის შეცვლა არ შეუძლია.
კომენტარები