ფოტო: shutterstock.com
კომპანია Amazon-ი დიეგო მარადონაზე სერიალს გადაიღებს. ამის შესახებ გამოცემა Football Italia იტყობინება. მთავარი როლის შემსრულებელზე კასტინგი უკვე დასრულდა. მარადონას სერიალში 3 მსახიობი განასახიერებს.
ლეგენდარული ფეხბურთელის როლს ნაზარენო კასერო, ხუან პალომინო და ნიკოლას გოლდშმიდტი შეასრულებენ. სერიალს Amazon-ის სტრიმინგსერვისზე აჩვენებენ.
დღემდე მარადონაზე ფილმები ცნობილ რეჟისორებს, ემირ კუსტურიცას და მარკო რიზის აქვთ გადაღებული.
კომენტარები