• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday 09th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

მარადიული ჩახუტება – 1500 წლის წინანდელი სიყვარულის ისტორია და წყვილის საერთო საფლავი

მარადიული ჩახუტება – 1500 წლის წინანდელი სიყვარულის ისტორია და წყვილის საერთო საფლავი
129 ნახვა

შეყვარებულების საფლავი, რომელიც 1500 წლის წინანდელი, ახლახანს აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ჩინეთში. ვარაუდობენ, რომ ქალმა, რომელსაც მარცხენა ხელზე მეტალის ბეჭედი ეკეთა, ცოცხლად დაიმარხა თავი ქმართან ერთად.

ინფორმაციას Science Alert ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთში წყვილის საერთო საფლავები იპოვნეს, მკვლევარების თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცხედრები ჩახუტებულ მდგომარეობაში იპოვნეს.

იგივე სასაფლაოზე კიდევ ორი საფლავი იქნა ნაპოვნი წყვილის, თუმცა, არც გადაჯაჭვულ მდგომარეობაში იყვნენ და არც ბეჭედი ეკეთათ.

" "

სამარხის ილუსტრაცია.

მკვლევართა აზრით, მამაკაცი 35 წლამდე იქნებოდა და მას რამდენიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული, მათ შორის, მკლავზე და ფეხზე. ქალი კი ჯანმრთელი იყო და დაახლოებით 40 წლამდე ასაკის.

მამაკაცის სხეული ქალის სხეულისკენ იყო გადახრილი, მარცხენა ხელი კი მისი სხეულის ქვეშ იყო. ქალის თავი ოდნავ იყო დაწეული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სახე მის მხარზე ედო.

ბეჭედი, რომელიც ქალს ხელზე ეკეთა, როგორც ჩანს, ერთგულების გამოხატულებაა.

მკვლევარების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეყვარებულები ერთდროულად დაღუპულიყვნენ, ასევე, გამომდინარე იქედან, რომ დაზიანებებეი კაცს აქვს და ქალს არა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველი ქალი გარდაიცვალა. შესაბამისად, ისინი თვლიან, რომ ქალმა თავი დაიმარხა ქმართან ერთად.

q77LtN8Teum3sLn6ZSxYsa 970 80

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია