არანაირი რევოლუციის მომწყობები ეგენი არ არიან, მაგის თავი არ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
„ჯერ პარადოქსი ის არის, ვინ გელაპარაკება, ვინ ცდილობს, ოკუპანტი ქვეყნის იარლიყი მოგაკეროს?! ამ ახალგაზრდებს მინდა, ვუთხრა, ბავშვებო, შვილებო, მეგობრებო, ვის აჰყევით, იცით? ომიდან ორ თვეში ვინც საქართველოსა და ქართველ ჯარისკაცებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა. სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა რუსეთს და, საქართველოს ხმა რომ სჭირდებოდათ რუსებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, ჩვენი ომის შემდეგ, საქართველომ, ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინ ეს ხმა მისცა. აი, ამ ხალხს უდგახართ გვერდით. სულ რომ რაღაცას ისეთს ვაკეთებდეთ, რომ რაღაც გადახრა იყოს რუსეთისკენ, ვისთან ერთად აპროტესტებთ, ვინც ყველაფერი გააკეთა რუსეთისთვის, რომ რუსეთს რაც შეიძლება გაემყარებინა საქართველოში პოზიციები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები