არასდროს არის გვიანი, საყვარელ მეორე ნახევარს სიყვარულში გამოუტყდეთ. 84 წლის ჩინელმა მამაკაცმა ქორწინების 67 წლის იუბილეზე მეუღლეს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა. მამაკაცმა ცოლს სიყვარული ცათამბჯენის კედლიდან აუხსნა. შენობის მთელ სიგრძეზე აენთო წარწერა: „მე შენ მიყვარხარ“. „მე შენ მიყვარხარ“,- ამასვე იმეორებდა საქორწინო კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი თავისი რჩეული ლიუ შიკსუსთვის.
ამ დროს 83 წლის ქალი ინვალიდის სავარძელში დიდ თეთრ კაბაში გამოწყობილი იჯდა და თაიგული ეჭირა. 84 წლის შეყვარებულ მამაკაცს ჩანაფიქრის განხორციელებაში შვილიშვილი დაეხმარა. „ბაბუას იდეა მარტივად განსახორციელებელი იყო. მას უბრალოდ სურდა, ბებიას სადედოფლო კაბა ჩაეცვა და შემდეგ მისთვის სიყვარული აეხსნა“, – აცხადებს წყვილის შვილიშვილი.
კომენტარები