• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Friday 03rd February 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • პერსონა
  • Faceამბები
  • ჰოროსკოპი
  • სხვა
    • შოუ-ბიზნესი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • რჩევები
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები
    • Adam’s Shop

მამაჩემის ჩამოსვლა დიდი შეცდომა იყო, თავი მოიტყუა, რაც უნდოდა, ის ესმოდა – ედუარდ სააკაშვილი

მამაჩემის ჩამოსვლა დიდი შეცდომა იყო, თავი მოიტყუა, რაც უნდოდა, ის ესმოდა – ედუარდ სააკაშვილი
100 ნახვა
0shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

მამაჩემის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან დიდი შეცდომა იყო და მაგრამ მე არც გამკვირვებია. მე ვისმენდი მის საუბარს ამაზე საჯაროდ და მეც იმავეს მეუბნებოდა, რომ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ამის გაკეთების, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა.

,,აქამდე მიდგომა იყო ისეთი, რომ ის კრიზისებში იგდებდა თავს და პოულობდა გამოსავალს უცებ. ვარდების რევოლუცია და ა.შ. დიდი კრიზისების გადაწყვეტით მიაღწია მან წარმატებას. ალბათ, კიდევ ერთხელ ეგონა რომ შეძლებდა ამის გაკეთებას, მაგრამ მე არასდროს ვთვლიდი, რომ ეს შესაძლებელი იყო, არ იყო რეალური შექმნილ სიტუაციაში. თუ უბრალოდ შევხედავთ მხარდაჭერის დონეს, ხელისუფლების ტიპს და ა.შ. უბრალოდ, ეს არ იყო რეალისტური და ძალიან სამწუხაროა, რომ მამაჩემმა თავი მოიტყუა წლების განმავლობაში. ის არც იყო საქართველოში და მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია მიდიოდა მასთან. თვითონაც ფილტრავდა, რაც უნდოდა ის ესმოდა. ამან უბიძგა მას უდიდესი შეცდომის დაშვებისკენ, რომელსაც მგონია, რომ ძალიან ძალიან ნანობს. მის ადგილას მეც ვინანებდი, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ის ამას არ გაიმეორებს მომავალში, იმიტომ რომ იმდენად დიდი ტრავმა მიიღო ამის შედეგად და აშკარად მოუწია რეალობის უკეთ დანახვა”, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media