მალაიზიის ხელისუფლების განცხადებით, 10 წლის წინ დაკარგული სამგზავრო თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები განახლდება. აღნიშნული თვითმფრინავის დაკარგვა, ავიაციის ისტორიაში ყველაზე ამოუცნობ ფაქტად რჩება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Malaysia Airlines რეისი MH370-ი 2014 წლის მარტში გაქრა. თვითმფრინავი რეისს კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა და ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, Boeing 777-ის ნარჩენების პოვნის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ბორტზე მყოფთა ასობით ოჯახი ტრაგედიისგან კვლავ იტანჯება.
პარასკევს, მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრმა, ენტონი ლოუკმა განაცხადა, რომ აშშ-ს საზღვაო საძიებო კომპანია Ocean Infinity-სთან, თვითმფრინავის მოსაძებნად, 70 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგება გააფორმეს.
კომენტარები