• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 19th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

მაკაროვთან რუსმა სამხედრომ თავის მეთაურს ტანკით გადაუარა – უკრაინული მედია

მაკაროვთან რუსმა სამხედრომ თავის მეთაურს ტანკით გადაუარა – უკრაინული მედია
61 ნახვა

კიევის ოლქის მაკაროვის რაიონში რუსმა დამპყრობელმა ტანკით გადაუარა თავის მეთაურს, პოლკოვნიკ იური მედვედევს. ამის შესახებ უკრაინული მედია ჟურნალისტ რომან ციმბალიუკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„37-ე მოტომსროლელი ბრიგადის სატანკო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურემ ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი იური მედვედევი მეგობრებისა და კოლეგების სიკვდილში დაადანაშაულა. ბრძოლის დროს ხელსაყრელ მომენტში სამხედრომ გვერდით მდგარ ტანკის მეთაურს გადაუარა, ორივე ფეხი დაუზიანა. ახლა პოლკოვნიკი მედვედევი ბელორუსის საავადმყოფოშია და ელოდება ფულად კომპენსაციას საბრძოლო ჭრილობებისთვის“, – წერს ციმბალიუკი.

ციმბალიუკმა, ასევე, დაწერა, რომ 37-ე მოტორიზებულმა ბრიგადამ 1500-ზე მეტი სამხედროდან ბრძოლებში ნახევარი დაკარგა.

„37-ე ცალკეულმა მოტორიზებულმა ბრიგადამ მაკაროვის რაიონში (კიევის რეგიონი) ბრძოლების დროს 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურედან დაკარგა პერსონალის დაახლოებით 50%“, – წერს ციმბალიუკი.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია