• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანის 5 მომხიბლავი თვისება

მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანის 5 მომხიბლავი თვისება
425 ნახვა
9 shares
  • Facebook9
  • Twitter
  • LinkedIn

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანები ყველაზე ორიგინალურები, არაპროგნოზირებადები და გამჭრიახები არიან. მაიმუნს სხვებზე ზემოქმედებაც კარგად შეუძლია და საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ჩნდება მუდამ, როცა საქმე სარფიან გარიგებებს ეხება. ამ ადამიანებს ხასიათში ნაკლიც ბევრი აქვთ და ღირსებაც. თუმცა დღეს ხუთ საუკეთესო თვისებას გაგაცნობთ, რომლითაც მაიმუნის წელში დაბადებულები გამოირჩევიან.
1. კომუნიკაბელურობა – მაიმუნი საზოგადოების სული და გულია, იგი ყოველთვის ხვდება მოვლენების ეპიცენტრში. შემთხვევითი როდია, რომ ამ წელს დაბადებულებს შორის ბევრი ჟურნალისტი და გამომძიებელი სჭარბობს. მაიმუნები კარგი შუამავლები, მედიატორები და კონსულტანტები არიან. მათ აქვთ ნიჭი, ნებისმიერი ტიპის ქოთანს სიტუაციის შესაბამისად მოარგონ სახელური.
2. ანალიტიკური გონება და გამჭრიახობა, დაკვირვების ნიჭი – რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეს, მაიმუნი დაკვირვებისა და მოვლენების ანალიზის საოცარ უნარს ავლენს. იგი “რენტგენულად” აანალიზებს ყველაფერს და ურთულეს სიტუაციაშიც კი არ იბნევა. მისთვის არ არსებობს ჩიხი და გამოუვალი მდგომარეობა.
3. შემოქმედებითი აზროვნება – მაიმუნზე უფრო შემოქმედებით, არასტანდარტულად მოაზროვნე და იდეებით სავსე ადამიანს ძნელად იპოვით სადმე. იგი ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც აზარტულ თამაშს, შესაბამისად, შემოქმედების უნარს ყველაზე დიდი განსაცდელის დროსაც არ კარგავს.
4. ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა – მაიმუნი ოპტიმისტი და გამომგონებელია. მისთვის მარტივია, სხვებსაც ჩაუსახოს იმედიანი განწყობა. ეს ადამიანები არასოდეს კარგავენ უკეთესი მომავლის იმედს და რწმენას იმისას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
5. კარგი იუმორის გრძნობა – ის ალბათ ერთადერთია, ვისაც საკუთარ წარუმატებლობებზე ხუმრობა შეუძლია. მასზე უკეთ ვერავინ დასცინებს საკუთარ თავს, შესაბამისად, მანამ, სანამ სხვები ცინიკური რეპლიკებით მიაყენებენ გულისტკივილს, მაიმუნი თავად ახერხებს, საზოგადოება გულიანად აცინოს თავის უიღბლობაზე.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია