ლოს-ანჯელესში მერილინ მონროს ერთადერთ სახლს დაანგრევენ. მე-20 საუკუნის ლეგენდამ შენობა 1962 წლის თებერვალში შეიძინა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მიზეზი სახლის ამჟამინდელი პატრონის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ისტორიული შენობის დანგრევა გადაწყვიტა.
მეპატრონემ ქალაქის ადმინისტრაციისგან დანგრევის ნებართვა მიიღო. ისტორიული შენობა ლოს-ანჯელესში, ბრენტვუდის უბანში, ჰელენა დრაივზე მდებარეობს. მთლიანი ტერიტორიის ფართობი 270 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მერილინ მონროს ყოფილი ქონება 8.35 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 1929 წელს აშენებულ შენობაში ოთხი საძინებელი და სამი სააბაზანო ოთახია.
ერთ-ერთი ფანჯრიდან კი ძველი ჰოლივუდის ხედი იშლება. ამ სახლში 1962 წლის 4 აგვისტოს მერილინ მონრო გარდაცვლილი იპოვეს. 36 წლის მსახიობის სიკვდილის მიზეზი ბარბიტურატებით ზედოზირება გახდა. ზუსტად უცნობია ზედოზირება უნებლიედ იყო თუ ჰოლივუდის ლეგენდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კომენტარები