ლოს-ანჯელესის პოლიცია აცხადებს, რომ ამერიკელი რეპერი Killer Mike ჩხუბის გამო დააკავეს, მას შემდეგ რაც მან გრემის სამი ჯილდო მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, Killer Mike გაათავისუფლეს, თუმცა თვის ბოლოს სასამართლოში გამოცხადება მოუწევს. გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც რეპერი შემთხვევის ადგილიდან ხელბორკილებით გაჰყავდათ.
BBC – წერს, რომ მისმა სიმღერამ Scientists & Engineers, რომელშიც მონაწილეობენ ანდრე 3000, Future და ერინ ალენ კეინი, მოიპოვა ჯილდოები საუკეთესო რეპ სიმღერისთვის და საუკეთესო რეპ შესრულებისთვის. ასევე, მესამე ჯილდო საუკეთესო რეპ ალბომისთვის მოიპოვა.
„ეს არის ყველა იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ ძალიან ბებერი ხარ რეპისთვის… ჩვენ ჰიპ-ჰოპს ცოცხლად ვაგრძელებთ. არასოდეს შეწყვიტოთ იმის კეთება, რასაც აკეთებთ“ – განაცხადა ცერემონიაზე Killer Mike-მა.
კომენტარები