• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday 02nd December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

ლინა დანემი და უმა თურმანის შვილი ტარანტინოს ფილმში მენსონის სექტის წევრებს ითამაშებენ

ლინა დანემი და უმა თურმანის შვილი ტარანტინოს ფილმში მენსონის სექტის წევრებს ითამაშებენ
470 ნახვა
7 shares
  • Facebook7
  • Twitter
  • LinkedIn

Once Upon a Time in Hollywood (ერთხელ ჰოლივუდში) – ასე ჰქვია კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებენ.

პიტისა და დიკაპრიოს გარდა ფილმში ვიხილავთ – ალ პაჩინოს, დაკოტა ფენინგს, კურტ რასელს, მარგო რობის , ტიმ როთსა, მაიკლ მადსენს, დემიან ლუისის, ლიუკ პერი, ემილ ჰირში, კლიფტონ კოლინსი და კიტ ჯეფერსონი დაამტკიცა.

ფილმის სიუჟეტი მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ იქნება და ისტორია 1969 წელს განვითარდება. ეს სწორედ ის წელია, როდესაც “მენსონის ოჯახის” ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ.

მენსონის დავალებით სასტიკად მოკლედ სახლის მცხოვრებლები, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი. ტეიტის როლს მარგო რობი შეასრულებს.

ტარანტინოს ფილმმა ცოტა ხნის წინ ბრიუს ლის შემსრულებელი იპოვა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მენსონის კრიმინალური სექტის წევრებზე გამოცხადებული კასტინგიც დასრულდა.

ამ როლებს ფილმში ლინა დანემი და მაია ჰოუკი მოირგებენ. ეს უკანასკნელი, მსახიობების უმა თურმანისა და ითან ჰოუკის შვილია, რომელსაც სულ მალე საზოგადოება Stringer Tinds-ის მესამე სეზონშიც იხილავს.

ფილმის გამოსვლის თარიღად 2019 წლის 9 აგვისტო სახელდება. ზუსტად 50 წლის შემდეგ, რაც მენსონის ოჯახმა სასტიკად აწამა და მოკლა შერონ ტეიტი და მისი სტუმრები

 

წყარო: On.ge

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია