ინგრედიენტები: ფქვილი – 2 ჭიქა, შაქრის პუდრა -1/2 ჭიქა, 2 შეკვრა გამდნარი კარაქი, შედედებული რძე -1 ქილა, კვერცხი – 4 ც. ლიმონის წვენი -2/3 ჭიქა, ლიმონის ცედრა, მარილი -1/4 ს.კ გამაფხვიერებელი -1 ს.კ. ფქვილი -1 ს.კ. ყვითელი საღებავი (კულინარიული)
მომზადების წესი: ფქვილით, შაქრის პუდრით და კარაქით ფხვიერი ცომი მოვზილოთ, ეს მასა საცხობ ფირფიტაზე გადავიტანოთ და ღუმელში 390 გრადუსზე 20 წუთით შევდგათ. ცალკე ჯამში კვერცხი, შედედებული რძე, 1 ს.კ ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი, ლიმონის წვენი, ცედრა და ცოტა ყვითელი საღებავი ავთქვიფოთ.
მიღებული მასა გამომცხვარ ცომს გადავასხათ. კარგად გადავანაწილოთ, ისევ ღუმელში შევდგათ და 25 წუთის განამავლობაში ვაცხოთ.
როცა გამოცხვება, გაციება ვაცადოთ, მაცივარში 2 საათის განმავლობაში შევდოთ, როცა მაცივრიდან გამოვიღებთ, შაქრის პუდრი მოვაყაროთ.
კომენტარები