„ნაპოლი“ შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვოს.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება, 23 წლის ქართველით ლიგა 1-დან და პრემიერლიგიდან ინტერესი არსებობს.
როგორც თურქი ჟურნალისტი იტყობინება, ზაფხულში ნაპოლი 23 წლის ქართველი ვარსკვლავის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებს.
„ლიგა 1-სა და პრემიერლიგის კლუბები ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდებიან და ზაფხულში ქართველის შესახებ ნაპოლი 100 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებს“, – წერს კონური.
რაც შეეხება დაინტერესებულ კლუბებს, „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „ჩელსია“, ხოლო სხვა კლუბები ჟურნალისტს არ დაუკონკრეტებია.
კომენტარები