
ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნაჯიბ მიქათმა განაცხადა, რომ ახლა არის გადამწყვეტი დრო იმისთვის, რათა ისრაელ-„ჰამასის“ ომი უკონტროლო არ გახდეს და ლიბანსა და მთელ რეგიონზე არ გავრცელდეს. ამის შესახებ The Times Of Israel წერს.
მიქათი მხარს უჭერს „ჰეზბოლას“ და გმობს ისრაელის თავდასხმებს სამხრეთ ლიბანსა და ღაზას სექტორში. მან თქვა, რომ აუცილებელია ხუთდღიანი ჰუმანიტარული პაუზა გამოცხადდეს, რათა საერთშორისო დონეზე, რეგიონული მშვიდობის პირობებზე მოლაპარაკებები გაიმართოს, რომლებზეც მძევლების გაცვლასა და დროებითი ზავის საკითხზე ისაუბრებენ.
„საკმარისია ომი ლიბანში, რადგან ჩვენ ვართ მშვიდობის მხარეს”, – განაცხადა ლიბანის მთავრობის მეთაურმა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ლიბანი განიცდის პოლიტიკურ პარალიზებას და ეკონომიკურ არეულობას, რაც ბევრს აწუხებს კრიზისით დაზარალებულ ქვეყანაში სრულფასოვანი ომის შედეგების გამო.
კომენტარები