
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც მელიამ ხაბეიშვილის გუნდს პარლამენტში საქმიანობა დაუწუნა, პარტიის თავმჯდომარემ პირველი კომენტარი გააკეთა. ლევან ხაბიშვილმა ნიკა მელია ქართული ფილმის, „თოჯინები იცინიან“ პერსონაჟს, სევერიან წივწივაძეს შეადარა.
„ფილმში „თოჯინები იცინიან“ არის სევერიან წივწივაძე, მუდმივად რომ სათამაშოებზე ლაპარაკობს, ხომ იცით? ეს არის ჩემი კომენტარი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მანამდე ნიკა მელიამ განაცხადა: „ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება, პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“.
კომენტარები