ლეონარდო დიკაპრიოს ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა. 48 წლის მსახიობი 25 წლის სუპერმოდელს, ვიტორია ჩერეტის ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.
წყაროს ცნობით, წყვილმა ორთვიანი შეხვედრების შემდეგ ურთიერთობა გაასერიოზულა. მათი ურთიერთობა აგვისტოში დაიწყო და იმდენად კარგად მიდის, რომ ლეონარდოსთვის ის ამ ეტაპზე ერთადერთი ქალია. მსახიობი მოდელთან ერთად Helloween-ის წვეულებაზეც გამოჩნდა.
წყაროს ინფორმაციით, ლეონარდო ვიტორიაზე ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ იგი ძალიან ლამაზია, ამასთანავე ძალიან ადამიანურია და მათ ბევრი საერთო აქვთ. ვიტორია თავის პროფესიაში ძალიან წარმატებულია და როგორც ჩანს, მას „ტიტანიკის“ ვარსკვლავი მისი ცნობადობის გამო არ შეურჩევია, რასაც დიკაპრიოსთან დაახლოებული პირები ბონუსად მიიჩნევენ.
კომენტარები