ლეღვის ნაყოფი ვიტამინებისა და მინერალების საბადოა და ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.
გაშრობისას, ბევრი ხილი თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს, მაგრამ ლეღვის შემთხვევაში პირიქით ხდება – გაშრობის შემდეგ ლეღვის კვებითი ღირებულება იზრდება.
თუ შიმშილის გრძნობა გაწუხებთ და რაც მთავარია, დაღლილი ხართ, აუცილებლად უნდა მიირთვათ ლეღვი. ის ანაყრებს, ენერგიითა და ხალისით ავსებს ადამიანს.
ამასთან ბევრი ხილისაგან განსხვავებით, ლეღვი არ იწვევს წყურვილს. სწორედ ამ თვისებათა გამო ალექსანდრე მაკედონელის საომრად წასულ მებრძოლებს თურმე ყოველთვის ჰქონდათ თან ბუნების ეს საოცრება.
ლეღვი დიდხანს არ ინახება, ამიტომ მისი გაშრობა ჯობს. ჩირი შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში, ახალ მოსავალამდე მიირთვათ.
ლეღვის ჩირი მკურნალი
ლეღვი მდიდარია A და E ვიტამინებით, ასევე ფოლიუმის მჟავით.
მინერალებიდან შეიცავს მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, თითქმის იმდენივე კალიუმს, რამდენიც თხილშია.
ლეღვის მწიფე ნაყოფი გაჯერებულია შაქრებითა და ორგანული მჟავებით. ზოგიერთი ჯიში 71%-მდე შაქარს შეიცავს. ეს არის გლუკოზა, ლევულოზა, საქაროზა, შედარებით ნაკლები რაოდენობით არაბინოზა, სედოჰენტულოზა და მანოჰეპტულოზა.
ლეღვის ჩირი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალის ორგანიზმისთვის:
-
ქალის სხეულზე ლეღვის დადებითი გავლენა ჯერ კიდევ ავიცენამ აღწერა.
-
კერძოდ, კრიტიკულ დღეებში ლეღვი ქალის ორგანიზმს ქიმიური ელემენტების ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება. ის შეიცავს სისხლის გამათხელებელ კუმარინს, რომელიც ამსუბუქებს ქალის მდგომარეობას.
-
ორსულობის დროს ანემია ქალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ამ პერიოდში ლეღვის ჩირის ჭამა აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.
-
ლეღვი ზედმეტი წონის მოცილებაში დაგეხმარებათ. მენიუში ლეღვის ჩართვა საშუალებას მოგცემთ სწრაფად დანაყრდეთ, ასევე ტკიბილეულსა და შოკოლადებზე უარი თქვათ.
-
ლეღვის ჩირს ქალის ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან წმენდს. ის იმდენ ბოჭკოვანს შეიცავს, რომ დღიური ნორმის მისაღებად ორი ლეღვიც კი საკმარისია.
-
ვარიკოზული ვენების სიმპტომები ქალებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს. ლეღვის ჩირი ორგანიზმში კალიუმის დეფიციტს ავსებს და კიდურების შეშუპებას აქრობს.
-
ლეღვის ჩირი შეუცვლელი დამხმარეა გაციებისა და ყელის ტკივილის დროს.
-
ლეღვის ჩირს ბევრი წვრილი თესლი აქვს. მათ აქუცმაცებენ და კანის მკვდარი უჯრედების გასაწმენდად და სახის გასაახალგაზრდავებლად იყენებენ.
კომენტარები