ლედი გაგას ბოლოდროინდელი პერფორმანსი ცოტა სიგიჟედ შეიძლება მოგეჩვენოთ, რადგან იგი ლუვრში შედის და მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმს პირად სათამაშო მოედნად აქცევს…
თუმცა 80-წამიანი ვიდეოს ავტორი Louvre გახლავთ. კადრებში ვხედავთ, თუ როგორ დადის გაგა მუზეუმში, როგორ ურთიერთობს ფასდაუდებელ შედევრებთან, რომელთა შორისაც Winged Victory of Samothrace-იც გვხვდება. ოღონდ აქ მთავარი მონა ლიზაა, რომელშიც ლედი გაგას მცირე ცვლილება შეაქვს:
ეს ღიმილი კი კოლაბორაციას აღნიშნავს ლედი გაგას, Warner Bros-სა და the Louvre-ს შორის:
მხატვრული წარმოდგენა ორ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ, პოპულარიზაციას უწევს ჯოკერის ფილმს, მეორე მხრივ კი ლუვრის საშემოდგომო Figures of the Fool: From the Middle Ages to the Romantics-ის გამოფენას. პირველი, დღეს, 2 ოქტომბერს გამოდის, ხოლო მეორე 16 ოქტომბრიდან გაიხსნება ახლად განახლებულ Hall Napoléon-ში.
კომენტარები