დნესტრისპირეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის მიზეზებზე შეკითხვა უნდა დაუსვან მოლდოვის ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის გზით მიდის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, კიშინევმა უნდა შეწყვიტოს დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარების შესახებ „5+2“ ფორმატში მოლაპარაკების პროცესის ბლოკირება.
28 თებერვალს, დნესტრისპირეთის სეპარატისტული ხელისუფლების ორგანიზებით, დეპუტატთა ე.წ. ყრილობამ, მოლდოვის ხელისუფლების მიერ ეკონომიკური ბლოკადის გამო, რუსეთს დახმარებისთვის მიმართა.
კომენტარები