• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

“ლატვიელი ბრეგვაძე” – “ლაიმაზე მართლა ასე დაწერეს? მე კიდევ ძალიან მომწონს ვაიკულეს გემოვნება, დახვეწილია” – ნანი ლაიმასთან დუეტზე

“ლატვიელი ბრეგვაძე” – “ლაიმაზე მართლა ასე დაწერეს? მე კიდევ  ძალიან მომწონს ვაიკულეს გემოვნება, დახვეწილია” – ნანი ლაიმასთან დუეტზე
137 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

ფეისბუქზე Laima Rendezvous Jurmala-ს ძველი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ნანი ბრეგვაძე და ლაიმა ვაიკულე   “თბილისოს” ასრულებენ;

 

ჩანაწერს ბევრი მოწონება და ბრავო მიაწერეს; “ეს ახალი დუეტია?” – დაინტერესდნენ ფეისბუქმომხმარებლები;

ქართული სცენის მშვენება, კოლეგასა და მეგობარს, იურმალაში, ლაიმას სახელობის ფესტივალზე 2015 წელს სტუმრობდა; იმ პერიოდის რუსული მედია ლეგენდარულ ნანის შეუდარებელ სტილზე აღმატებით ხარისხში წერდა და დასძენდა, რომ ვაიკულე სტილით თითქოს ჰგავს კიდეც ნანის და ლაიმა – “ლატვიელი ბრეგვაძეაო”, ამგვარ შედარებასაც აკეთებდნენ;

“მართლა ასე დაიწერა? მე კიდევ  ძალიან მომწონს ლაიმას გემოვნება, დახვეწილია, ევროპული სტილი აქვს;

ეს რამდენიმე წლის წინანდელი ჩანაწერია; დიდი ამბით შემხვდნენ, ოვაციით და ტაშით; დუეტიც გამოვიდა;

ამ ზაფხულს არსად წავსულვარ; წელს იურმალაში ნინო ქათამაძე იყო ჩასული; მე უკვე აღარც შემიძლია და აღარც ის ვიცი, რა უნდა ვიმღერო, – იცინის

ლაიმასთან ახლოს ვარ, ვმეგობრობთ, შესანიშნავი პიროვნებაა; კონტაქტი გვაქვს, სულ ვეფერებით ერთმანეთს” – ამბობს ქალბატონი ნანი “პრაიმტაიმთან”;

“პირველი არხი” ჩვენი სცენის ლეგენდაზე დოკუმენტურ ფილმს იღებს; მომღერლის ყოველდღიური ყოფა, კარიერა, ოჯახი ბუნებრივი სახით იქნება ნაჩვენები ფილმში, რომლის გადაღება ორი თვეა დაწყებულია.

ნანი: დამყვებიან, ინტერვიუებს იწერენ, ოჯახის წევრებს იღებენ; ფილმს პორტრეტული შეიძლება დაერქვას, ჩემს გარშემო რაც ხდება, ვინც მოძრაობს, იღებენ ყველაფერს; “ყვავილების ქვეყანაზე” კლიპი რომ გადავიღე, ის პროცესიც შევიდა ფილმში; ვნახოთ, რა გამოვა; მართალი გითხრათ, ასეთი რამეები არ მიყვარს. მეუხერხულება, თანაც არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ჯერჯერობით მიმართლებს;

– რა ეტაპზეა დოკუმენტური ფილმის გადაღება?

– ფილმის გადაღება მორჩა; ახლა საირმეში ვარ, ვისვენებ; გადასარევი პირობებია, ჰაერი და წყლები;

გმადლობთ ყურადღებისთვის;

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია