ლაშა ბექაური ევროპის ვიცე-ჩემიპონია. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ტურნირის ფინალური ორთაბრძოლა სერბეთის წარმომადგენელ ნემანია მაჟდოვთან დათმო და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
ტურნირის დასკვნით დღეს გამარჯვებისთვის იბრძოლებენ ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ).
კომენტარები