• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 07th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ტურიზმის ეროვნული ჯილდო გადაეცა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ტურიზმის ეროვნული ჯილდო გადაეცა
64 ნახვა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ტურიზმის ეროვნული ჯილდო გადაეცა.

ეროვნული ჯილდო, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო დაცული ტერიტორიისათვის გადაეცა. ტურიზმის ინდუსტრიის ყოველწლიურ ღონისძიებაში “Welcome to Georgia!”, 19 დაცული ტერიტორია იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებული უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი, გიორგი სულამანიძე, განმარტავს, რომ პანდემიამ ტურისტების რაოდენობის შემცირება გამოიწვია, თუმცა ინფრასტრუქტურის განახლების რესურსი მაინც მოიძებნა.

„2019 წელს გვყავდა 60 ათასი ვიზიტორი. პანდემიის პირობებში, მკვეთრად შემცირდა, თუმცა განახლების რესურსი მაინც მოიძებნა და ნინოსხევის ჩანჩქერზე უსაფრთხო ბილიკია მოწყობილი, თავისი ფანჩატურით და ტულეტით. ეს ჯილდო, ყველა რეინჯერისა და თანამშრომლის დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ, აქ და უდიდეს შრომას დებენ, წარმატებაში. კარგია, რომ შიდა ტურიზმი გააქტიურდა, რაც ამ ტერიტორიების კონსერვაციაში ძალიან გვეხმარება“, – განაცხადა სულამანიძემ.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე არსებული ტყე დღემდე ხელუხლებელ მდგომარეობაშია შენარჩუნებული.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია