საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 29% – „ქართულ ოცნებას“.
კერძოდ, კითხვაზე, რომელ პარტიებს არ დაუჭერს ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
✔️ გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას
✔️ 29% – „ქართულ ოცნებას“
✔️ 18% – „გირჩსა და დროას“
✔️ 16% – „გირჩს“, 13% – „ევროპულ საქართველოს“
✔️ 12% – “კონსერვატიულ მოძრაობა – ალტ-ინფოს“
✔️ 11% – “ლეიბორისტულ პარტიას“
✔️ 10% – “ლელოს“
✔️ „სტრატეგია აღმაშენებელს“ – 9%
✔️ „პატრიოტთა ალიანსს“ – 9%
✔️ „საქართველოსთვის“ – 8%
✔️ „მოქალაქეები“ 6%
✔️ „ხალხის ძალა“ 4 %
✔️ „ხალხისთვის“ 2%
✔️ გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ არც ერთს
✔️ 12% – არ იცის და 5%-მა უარი განაცხადა პასუხზე.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%-ს.
კომენტარები