ფსიქოლოგი და მკვლევარი ზურაბ მხეიძე მედიამონიტორინგის და საზოგადოებრივი კვლევის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ამ კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის მოსახლეობის 63%-მა ტელევიზორი გამორთო და საინფორმაციო გამოშვებებს აღარ უყურებს.
„თბილისში ტელევიზორს აღარ უყურებენ. 63%-მა გამორთო საინფორმაციოები. ჩვენი ტელევიზიები, გარდა საზოგადოებრივი არხისა, მოსახლეობაში იმის ემოციას ტოვებს, რომ შანსი არ გაქვთ არაფრის. ჯერ მუსიკა აქვს ისეთი, სანამ რამეს გამოაცხადებენ ცუდად ხარ. ძალიან ბევრი მანიპულაციაა.
მოსახლეობაზე არის ტერორი. საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ფაქტს გაძლევს. ეს ისეთი ხალხია, რომლებიც ადრე ტელევიზორს უყურებდნენ, თუმცა ახლა გამორთეს“,- ამბობს ფსიქოლოგი და მკვლევარი.
კომენტარები