ციფრული ტექნიკის ლურჯი შუქი სიბრმავეს აჩქარებს – ამ დაკვნამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ტოლედოს უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
კვლევით დადგინდა, რომ ციფრული მოწყობილობების, სმარტფონებისა და ლეპტობების ლურჯი შუქი მხედველობას ზიანს აყენებს. კერძოდ კი, შუქის ხანგრძლივი ზემოქმედება აზიანებს იმ მოლეკულებს, რომლებიც შუქზე მგრძნობიარე მოლეკულებს წარმოქმნიან. შედეგად კი მაკულარული დაზიანება ხდება.
მაკულარულ დაზიანებას ფოტორეცეპტორების კვდომა იწვევს, რაც ნიშნავს, რომ თვალის ბადურაში შუქზე მგრძნობიარე უჯრედები იწყებენ კვდომას.
სწორედ ამიტომ რეკომენდებულია ციფრული მოწყობილობების გამოყენებისას სათვალის ტარება, ასევე უმჯობესია სიბნელეში ამ მოწყობილობების გამოყენებისგან თავის შეკავება.
კომენტარები