• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 01st October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

კვლევა: ჭრიჭინა ადამიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია

კვლევა: ჭრიჭინა ადამიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია
449 ნახვა
9 shares
  • Facebook9
  • Twitter
  • LinkedIn

ჭრიჭინა ბევრ ცილას შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის მუშაობის ნორმალიზებას. ვისკონსი-მედისონის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კვების რაციონში ჭრიჭინის გამოყენება აწესრიგებს ნაწლავების მოქმედებას, წმენდს სისხლს და ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკს ამცირებს. კვლევის შედეგების შესახებ Science Alert-ი წერს.

სპეციალისტებმა კვლევისთვის 20 ადამიანი შეარჩიეს, რომელთა ასაკიც 18-დან 48 წლამდე იყო. კვლევის დასაწყისსა და დასასრულს მონაწილეების სისხლისა და შარდის ანალიზები გაუკეთეს. ანალიზები ორ საკონტროლო ჯგუფში გაკეთდა – პირველ ჯგუფში შედიოდნენ ისინი, ვინც ჩვეულებრივ იკვებებოდა, მეორე ჯგუფში კი ისინი, რომელთა კვების რაციონშიც ჭრიჭინა იყო დამატებული.

ანალიზების შედარებამ აჩვენა, რომ მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ჭრიჭინის სახით დიდი ოდენობით ცილას იღებდნენ, გაცილებით უფრო ჯანმრთელი ნაწლავები და სისხლის შემადგენლობა ჰქონდათ, ვიდრე პირველი ჯგუფის წევრებს.

ამასთან, რაციონში ჭრიჭინის დამატებამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირების, არამედ მთელი სხეულის მუშაობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია