ბრიტანული ბანკის HSBC-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 50-დან ერთი ადამიანი თვითმფრინავში თავისი ცხოვრების სიყვარულს ხვდება. კვლევის ავტორებმა 141 ქვეყნიდან 2 150 ადამიანი გამოკითხეს.
მონაწილეებს ეკითხებოდნენ, რამდენად დასაშვებად მიაჩნდათ თვითმფრინავში ყოფნისას, ცხოვრების მეგზურის პოვნის იდეა. გამოკითხულთა 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ფრენისას უცნობ მეგზურთან გულწრფელ საუბარს იწყებს. ყოველი 7-დან ერთი მგზავრი თვითმფრინავში მეგობარს იძენს, 16% კი – ბიზნესპარტნიორს პოულობს.
თუმცა არიან უკმაყოფილოებიც – 37%-ის თქმით, ღიზიანდებიან, როცა მგზავრები მის პირად სივრცეს არღვევენ.
კომენტარები