ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ოფისებში, სადაც ერთიანი სამუშაო სივრცეა, უფრო აქტიურები არიან და ნაკლებად აქვთ სტრესი, ვიდრე მათ, ვის სამსახურშიც თანამშრომლები მაგიდებს შორის ტიხრებით ან კაბინეტებით არიან ერთმანეთისგან იზოლირებულნი. ახალი კვლევის შესახებ BBC წერს.
კვლევის ფარგლებში, ოფისში მომუშავე 321 ადამიანს აკვირდებოდნენ სამი დღის განმავლობაში.
მათ გულ-მკერდზე სენსორები დაუმაგრეს, რათა თანამშრომლების გულისცემის შესწავლის საშუალება ჰქონოდათ.
გაირკვა, რომ ისინი, ვინც ღა სამუშაო სივრცეში მუშაობენ, არიან მეტად კომუნიკაბელურები, აქტიურები და 32%-ით მეტია მათი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი, ვიდრე მათი, ვინც კაბინეტში ზის. ხოლო იმათ ფიზიკურ აქტივობას, ვინც თანამშრომლებისგან ტიხრებითაა გამოყოფილი, მათი მაჩვენებელი 20%-ით აჭარბებს.
კომენტარები