არის თუ არა ძაღლების სიყვარული კავშირში გენებთან? შვედმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ამ საკითხს ვრცელი კვლევა მიუძღვნეს.
მათ შვედეთში 35 ათასი ტყუპის მონაცემი შეისწავლეს და გამოარკვიეს, რომ ხშირ შემთხვევაში ძაღლები ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად დაბადებულ ტყუპებს ჰყავთ, რადგან მათ ერთნაირი გენოტიპი აქვთ.
„ასეთ ტყუპს, რომელსაც ერთნაირი გენოტიპი აქვს, ძალიან ხშირად ჰყავს ძაღლი, ან სურვილი აქვს, რომ შინაური ცხოველი ორივეს ჰყავდეს. რაც შეეხება სხვადასხვა კვერცხუჯრედის განაყოფირების შედეგად დაბადებულ ტყუპს, რომელთაც განსხვავებული გენოტიპი აქვთ, ძაღლის ყოლის სურვილი ერთ ტყუპს ჰქონდა, მეორეს კი – არა,“ – აცხადებენ მეცნიერები.
მეცნიერები ამ კვლევის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძაღლების სიყვარულს გენები განსაზღვრავს. მკვლევრები გეგმავენ მომავალში შეისწავლონ და გამოავლინონ ის გენი, რომელის გავლენითაც ადამიანს ძაღლის ყოლის სურვილი უჩნდება.
კომენტარები