
დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყების (Ofcom) მონაცემებით, 16-24 წლის ბრიტანელების მეხუთედი საშუალოდ, დღეში 7 საათზე მეტს ატარებს ინტერნეტში. ამის შესახებ Dailymail-ი წერს.
გამოდის, რომ ახალგაზრდების თითქმის 20% კვირაში თითქმის ორ სრულ დღეს უთმობენ ინტერნეტს.
ამავე მონაცემების მიხედვით, 65 წელზე დიდი ასაკის ადამიანების მხოლოდ 1% და 55-64 წლის ადამიანების 6% უთმობს ინტერნეტს კვირაში 50 საათზე მეტს.
მონამებით ირკვევა ისიც, რომ ადამიანები საშუალოდ ყოველ 12 წუთში ერთხელ ამოწმებენ საკუთარ სმარტფონებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი და Instagram-ი ახალი ფუნქციის დამატებას გეგმავს. ფუნქციის მეშვეობით, მომხმარებელს სოცქსელში გატარებული დროის განსაზღვრა შეეძლებათ.
კომენტარები