საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა გამოარჩია ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ჩეხეთთან (4:1) შესანიშნავად ითამაშეს. კვარას გამოცემამ 8.76 ქულა დაუწერა, ხოლო ჩაკვეს – 8.54.
გარდა ამისა, კიდევ ერთი ვებგვერდის, Sofascore-ს ვერსიით, კვარაცხელია მოხვდა პირველი ტურის სიმბოლურში, ოღონდ არა მხოლოდ B დივიზიონის, არამედ , მთლიანად ტურნირის პირველი ტურის.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთთან ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა (პენალტიც მოიპოვა), ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ ასევე გოლი გაიტანა და საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.
კომენტარები