ჯგუფ Nirvana-ს ლიდერის კურტ კობეინის მიერ გამოყენებული ერთჯერადი თეფში აუქციონზე 22 400 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
თეთრ თეფშზე კობეინმა შავი ფლომასტერით 1990 წლის 23 აპრილს ვაშინგტონის კონცერტზე Nirvana-ს მიერ შესრულებული სიმღერების სია დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის შემდეგ თეფში ჯგუფ THUD-ის წევრმა ჯონი რიგსმა წაიღო და მას სახლში თითქმის 30 წელი ინახავდა.
რამდენიმე დღის წინ კურტ კობეინის ჟაკეტი აუქციონზე 75 ათას დოლარად გაიყიდა.
1994 წელს კურტ კობეინი სიეტლში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, მომღერალმა თავი მოიკლა.
SOLD for 22,400! A used paper plate with a #Nirvana set list handwritten by #KurtCobain at the 9:30 nightclub in Washington, D.C., on April 23, 1990.
SOLD TODAY in our “Music Icons” #memorabilia #auction @HardRockCafeNYC and online at https://t.co/TiME89MqlX! #1990s #90s pic.twitter.com/MzumBjq15G
— Juliens Auctions (@JuliensAuctions) May 18, 2019
კომენტარები