• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 22nd March 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

კოვიდით გარდაცვლილი 79 პაციენტის საქმის გამოძიება დაიწყო

კოვიდით გარდაცვლილი 79 პაციენტის საქმის გამოძიება დაიწყო
31 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

ეგულირების სააგენტომ, ბოლო 3 წელში, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 79 პაციენტის საქმის შესწავლა დაიწყო- 5 პაციენტის საქმეზე, 18 ექიმ-სპეციალისტს პროფესიული პასუხისმგებლობა განესაზღვრა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც გამოცემას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, 2 ექიმ-სპეციალისტს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 1 თვის ვადით; 16 ექიმ-სპეციალისტს კი “წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა.

ოფიციალური მონაცემებით:

2020 წელს დაწყებულ იქნა 13 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა;
2021 წელს – 36 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა;
2022 წელს – 30 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა.
დასრულებულია 10 შემთხვევის შესწავლა, საიდანაც 5 შემთხვევაში, გამოვლინდა ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა და აღნიშნული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 ექიმ-სპეციალისტს (დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს) განესაზღვრა სხვადასხვა ზომის პროფესიული პასუხისმგებლობა. მათ შორის, 2020 წლის 1 სამედიცინო შემთხვევაში, 2021 წლის 3 სამედიცინო შემთხვევაში, 2 ექიმ- სპეციალისტს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 1 თვის ვადით; 16 ექიმ- სპეციალისტს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება; 1 სამედიცინო შემთხვევის განხილვა გადაიდო (დამატებითი შესწავლის მიზნით)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media