
“ქართული კონსტიტუციაა არის მაკულატურა და გათელა ფეხით,” – ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
პაპუაშვილი პრემიერის მიერ ჩინეთის ელჩთან სალომე ზურაბიშვილის გამო გამოთქმულ სინანულს ეხმაურება და ამბობს, რომ ელჩი პრეზიდენტის განცხადებებით შეშფოთებულია. პაპუაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს უღალატა.
შეშფოთებულია ჩინეთის ელჩი იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი განცხადებები, აბსოლუტურად მოწყვეტილი ყოველგვარ რეალობას და აცდენილი ქართველი ხალხის ინტერესს. ქალბატონი სალომე უკვე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ და გასაკვირი არ არის, უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს. ქართული კონსტიტუციაა არის მაკულატურა და გათელა ფეხით,“ – ამბობს პაპუაშვილი.სალომე ზურაბიშვილის LCI-სთან მიცემული ინტერვიუ პრემიერის შეშფოთებისა და უკმაყოფილების საგანი ხდება. “პრეზიდენტის მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია” – ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე გააკეთა.
კომენტარები