• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება – ალექსანდრე ლუკაშენკო

კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება – ალექსანდრე ლუკაშენკო
30 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს გონს მოეგოს და მოლაპარაკებებზე წამოვიდეს.

მისი  თქმით,  ზელენსკი არაადეკვატურ მდგომარეობაშია და არ იცის რა ხდება.

„ორი დღის წინ პუტინმა დამირეკა და მითხრა, რომ მინსკში ჩამოსასვლელად და მოსალაპარაკებლად მზად იყო. გამიხარდა. მოგვიანებით, ისევ დამირეკა და მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა მთხოვა. რუსეთი ჩემს მიერ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს დათანხმდა.

საღამოს გავიგეთ, რომ უკრაინულმა მხარემ უარი თქვა. რას ვიზამთ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ზელენსკის არ ესმის, რა ხდება. არაადეკვატურ მდგომარეობაშია. რუსული მხარე გომელში ელოდება. თუ უკრაინელები ჩამოვლენ, დიალოგი შედგება. თუ არა, მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ.

კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება, თუ ეს მალე არ დასრულდა. დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ზელენსკი ვერცერთ თავშესაფარში, ვერც ამერიკულში ვერ დაიმალება. ეს დაპირისპირება ჯერ მხოლოდ კონფლიქტია, თუმცა, დამიჯერეთ, სამ დღეში ის ომში გადაიზრდება და ხორცსაკეპი გახდება. მოვუწოდებ უკრაინულ მხარეს გონს მოეგოს და მოლაპარაკებებზე იზრუნოს“, – აცხადებს ალექსანდრ ლუკაშენკო.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია