ცოტა ხნის წინ, ევროპა ლიგისა და კოფნერენს ლიგის წილისყრა დასრულდა, რომელიც ახალი ფორმატით ჩატარდა.
ცნობილი გახდა ქართველი ფეხბურთელების გუნდების მეტოქეები.
la gazzetta-ს ინფორმაციით, ევროპა ლიგაზე ლაშა ოდიშარია/ლუკა სილაგაძის რიგასი და გიორგი მიქაუტაძის ლიონი ითამაშებენ, კონფერენს ლიგაზე კი ლაშა დვალის აპოელი და გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენი.
გიორგი მიქაუტაძე (ლიონი) – აინტრახტი, რეინჯერსი, ოლიმპიაკოსი, ფენერბაჰჩე, ლუდოგორეცი, ყარაბაღი, ბეშიქთაში, ჰოფენჰაიმი
ლაშა ოდიშარია/ლუკა სილაგაძე (რიგასი) – აიაქსი, აინტრახტი, პაოკი, მაკაბი, გალათასარაი, დინამო კიევი, ანდერლეხტი, სტიაუა
ლაშა დვალი (აპოელი) – ფიორენტინა, მიოლდე, ასტანა, შემროკი, ბორაცი, ნოა
გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი) – ბეტისი, ბაშაქშეჰირი, რაპიდი, ჰართსი, იაგელონია, დინამო მინსკი
კომენტარები